სოზარ სუბარი:  ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში უფრო დაცული იქნება

სოზარ სუბარი: ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში უფრო დაცული იქნება

ბაჩო ახალაია გლდანის #8 საპყრობილეში უფრო დაცული იქნება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარი ჟურნალისტებს თელავში განუცხადა , სადაც ვიდეოპაემნების სერვისის ამოქმედებას დაესწრო.

მისი თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხეში ისეთი პირობები იყო, რომელიც ქვეყნის იმიჯს არ ეკადრებოდა. სუბარის განმარტებით, საპატიმროში სარემონტო სამუშაოები დაიწყო და, შესაბამისად, ბაჩო ახალაია და სხვა პატიმრები გლდანის ციხეში გადაიყვანეს.

რაც შეეხება კახეთის კახეთის პრობაციის ბიუროს ოფისში ვიდეოპაემნების სერვისის ამოქმედებას, ის ნებისმიერ პირს საშუალებას აძლევს, მსჯავრდებულთან დაამყაროს პირდაპირი, ვიზუალური და ხმოვანი კავშირი. ვიდეოპაემნების სერვისი, რომელიც საზოგადოებასთან მსჯავრდებულის ინტენსიური კონტაქტის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ამ ეტაპზე უკვე ხორციელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და დღეიდან უკვე თელაშის პრობაციის ბიუროში, საიდანაც შესაძლებელია დაკავშირება რუსთავის #16, #17, ქსნის #15 და არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებთან.

ვიდეოპაემნების სერვისით სარგებლობა ერთდროულად შეუძლია სამ პირს, მისი ხანგრძლივობა 15 წუთით განისაზღვრა. მსჯავრდებულების თანხმობის შემთხვევაში, ვიდეოპაემნების განხორციელება შესაძლებელია 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პრობაციის ეროვნული სააგენტო ვიდეოპაემნების სერვისის დანერგვას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.