ეკონომიკის სამინისტროში არ განმარტავენ, რატომ არ დათანხმდნენ „ალბატროს ჯგუფის“ საქმის გადასინჯვას

ეკონომიკის სამინისტროში არ განმარტავენ, რატომ არ დათანხმდნენ „ალბატროს ჯგუფის“ საქმის გადასინჯვას

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე „ალბატროს ჯგუფის“ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც ვიუწყებოდით, სასამართლომ პოლიტიკურ დევნილად აღიარებულ დავით ბეგიაშვილის საქმის ხელახალ განხილვაზე უარი თქვა და ბიზნესმენის ქონება კვლავ გიორგი კვირიკაშვილის უწყების აქტივზე ირიცხება. მიზეზი კი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება გახდა, რომელიც არ იყო თანახმა საქმის გადასინჯვა დაწყებულიყო.

ბეგიაშვილი რადიო “კომერსანტის” ეთერში აცხადებდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც კი სასამართლოსა და სამინისტროში არსებული კადრები კვლავ პრობლემებს ქმნიან.

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საკითხი იურიდიულ დეტალებს მოიცავს და შეფასებას ვერ გააკეთებს. მისივე თქმით, აღნიშნული იურიდიულ ჩარჩოებში უნდა დარეგულირდეს. როდისთვის შეიძლება ეს მოხდეს ან რატომ ეთქვა უარი ბეგიაშვილს საქმის ხელახალ გადასინჯვაზე, ამ კითხვებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უპასუხოდ ტოვებს.