მიხეილ სააკაშვილი AEI-ს მსოფლიო ფორუმს ესწრება

მიხეილ სააკაშვილი AEI-ს მსოფლიო ფორუმს ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი AEI-ს (American Enterprise Institute) მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს. ამის შესახებ პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

ფორუმზე გათვალისწინებულია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. გამომსვლელთა შორის ასევე არიან აშშ-ს კონგრესმენი პოლ რაიანი და სენატორი ჯიმ ტალენტი.

ორდღიანი დახურული არაფორმალური შეხვედრა ჯორჯიას შტატში (Sea Island) იმართება. AEI-ს მსოფლიო ფორუმზე უცხოელ ლიდერთაგან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია მიწვეული.
ფორუმის მონაწილეთა შორის ასევე არიან რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, სპიკერი ჯონ ბეინერი, რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი პოლ რაიანი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდს დიკ ჩეინი, ასევე 30 კონგრესმენი და წამყვანი ბიზნესკორპორაციების ხელმძღვანელები.