ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ გავაზის რწმუნებული დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ გავაზის რწმუნებული დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის რწმუნებული დათო ვარადაშვილი დააკავეს .

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დათო ვარადაშვილმა სოფელ გავაზის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი უკანონოდ გამოუყო ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლისგანაც აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 2400 ლარი აიღო.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.