გია დვალმა პრემიერმინისტრის მადლობის წერილს უპასუხა

გია დვალმა პრემიერმინისტრის მადლობის წერილს უპასუხა

განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა გია დვალმა, მისი და მისი კოლეგების სახელით, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილსადმი მადლობის წერილი გაავრცელა.

„ქვეყნის პირველი პირის მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა ნებისმიერი რეფორმის წარმატებისთვის.

მოცემულ შემთხვევაში კი ეს მხარდაჭერა ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია. შენი პიროვნული ფაქტორი გადამწყვეტი იყო იმისთვის რომ ქვეყანას და რეფორმას შანსი მისცემოდა და ასევე გადამწყვეტი იყო, ჩვენი ჯგუფის ამ პროცესში ჩართვისთვის.

ასე რომ, უღრმესი მადლობა მთელი ჩვენი გუნდის სახელით.

ჩვენ გვესახება, რომ ვდგავართ უაღრეასად საინტერესო და საპასუხისმგებლო გზის დასაწყისში, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს იმ მდგომარეობამდე, როცა ცოდნის მოპოვება და შემოქმედება იქნება ჩვენი ქვეყნის არსის განმსაზღვრელი“, - აღნიშნულია წერილში.

გია დვალმა ამ წერილით უპასუხა პრემიერმინისტრის გუშინდელ წერილს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი მასა და მის გუნდს მადლობას უხდიდა სიტყვებით: „თქვენ ახერხებდით, არა მხოლოდ კონცეფტუალურ მუშაობას, არამედ აქტიურნი იყავით მედიაში და საზოგადო განხილვებში - ეს ის სწორი გზაა, როგორც იწყება და ხორციელდება ჭეშმარიტი რეფორმები“.