თავდაცვის სამინისტრომ ტენდერებით 11,4 მლნ ლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება 9,5 მლნ ლარად შეისყიდა

თავდაცვის სამინისტრომ ტენდერებით 11,4 მლნ ლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება 9,5 მლნ ლარად შეისყიდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე 16 ღია ელექტრონული ტენდერი ჩაატარა . 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 11,4 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების საქონელი და მომსახურება 9,5 მლნ ლარად შეისყიდა. მიღებულმა ეკონომიამ 1,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც სავარაუდო ღირებულების 16,5%-ს შეადგენს.