კახა კუკავა ბათუმში საბანკო დავალიანების მქონე პირებს შეხვდა

კახა კუკავა ბათუმში საბანკო დავალიანების მქონე პირებს შეხვდა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ბათუმში საბანკო დავალიანების მქონე პირებს შეხვდა. 

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე კახა კუკავამ განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დანაპირები და უნდა მოხდეს ვალების რესტრუქტურიზაცია.

"რამდენიმე დღის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ განცხადება, რომ აჭარაში დაიწყო ვალების რესტრუქტურიზაცია და რომ აჭარაში იპოთეკური ვალების პრობლემა არის გადაწყვეტილი. ჩვენ არაოფიციალური წყაროებიდან სხვა ინფორმაციები გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი აღსრულებებზე. კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება, პროცენტის ზედა ზღვარი უნდა დააწესოს კანონმა, რომელიც უნდა იყოს მაქსიმუმ, ყოველთვიური ორი პროცენტი. ასევე, ვალების რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს, სახელმწიფომ უნდა გამოყოს გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტი", - აღნიშნა კახა კუკავამ.

შეხვედრაზე მყოფი საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის თქმით, გამოსახლებები არ შეჩერებულა.