რიჩარდ ნორლანდი:  აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს

რიჩარდ ნორლანდი: აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს

ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს , - ამის შესახებ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. 

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მოვლენები დასრულებული არ არის და საელჩო ყოველ დღე ახალ ინფორმაციას იღებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს, ვინაიდან ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია პრესის თავისუფლება და მედიის მდგომარეობა. ვისურვებდით საქართველოში მედია იყოს ძლიერი და გვჯერა, რომ ასეც იქნება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.