მიხეილ სააკაშვილმა

მიხეილ სააკაშვილმა "აღმოსავლეთთან ურთიერთობების გაღრმავების" სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ვიზიტი საბერძნეთში გრძელდება. როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი , მიხეილ სააკაშვილმა სხდომის "აღმოსავლეთთან ურთიერთობების გაღრმავების" მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ევროპის სახალხო პარტიასთან ურთიერთობების გაღრმავებისა და შემდგომი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობაზე გაამახვილა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია და ქვეყანა კვლავაც განაგრძობს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.