მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის ავტორები დავით უსუფაშვილს ხვდებიან

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის ავტორები დავით უსუფაშვილს ხვდებიან

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების ავტორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან კონსულტაციას მართავენ. 

დავით უსუფაშვილთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს პარლამენტში საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობდნენ.
შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებების თემაზე მედიისთვის გააკეთებს კომენტარს.

რაც შეეხება თავად საკომიტეტო განხილვას, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას ბიუროსთვის წარდგენას, რათა მოხდეს საკითხის ინიცირება. ამასთან საკომიტეტო სხდომაზე კანონპროექტის ავტორებმა და ასევე დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია იმ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელება, მათი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელში აუცილებელია.