დავით კირვალიძე - ქართული დელეგაცია მოსკოვში 18 მარტს გაემგზავრება

დავით კირვალიძე - ქართული დელეგაცია მოსკოვში 18 მარტს გაემგზავრება

ქართული დელეგაცია მოსკოვში 18 მარტს გაემგზავრება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ქართული დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან "როსპოტრებნადზორის" წარმომადგენლებს, რომლის დროსაც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი განიხილება.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე ცნობილია - საქართველოს 25 მარტს ღვინისა და მინერალურ წყლებთან დაკავშირებით "როსპოტრებნადზორის" მეორე ჯგუფი ეწვევა, რომელიც დარჩენილ ქარხნებს შეამოწმებს და ამით დაამთავრებს თავის ინსპექტირება.