ყალბი ფულის შენახვის ფაქტზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

ყალბი ფულის შენახვის ფაქტზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის შენახვის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები აბუბექირ ფილგიჩი და ოზქან ოზთურქი დააკავეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ყალბი ფულის გასაღების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის სასაზღვრო კონტროლის ზონის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს ყალბი 2 000 თურქული ლირა და 2 500 აშშ დოლარი.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.