ნოდარ ხადური დავით კირკიტაძეს საბიუჯეტო კანონმდებლობაში გარკვევას ურჩევს

ნოდარ ხადური დავით კირკიტაძეს საბიუჯეტო კანონმდებლობაში გარკვევას ურჩევს

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე საბიუჯეტო კანონმდებლობაში გაერკვევა , - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კირკიტაძის განცხადებას, რომ ბიუჯეტში 800 მილიონი ლარია თავისუფალი სახსრები და ეს ვაუჩერები რუსთავის მოსახლეობას დაურიგონ.

"კარგი იქნება, თუ გუბერნატორი საბიუჯეტო კანონმდებლობაში გაერკვევა და ერთმანეთისგან გაარკვევს ბიუჯეტში გათვალისწინებულ ხარჯებს და თანხას, რომელიც ამ ხარჯებისთვის არის გათვალისწინებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.