ენგურჰესი და სახელმწიფო ელექტროსისტემა შესყიდვებს სპეციალური წესით განახორციელებენ

ენგურჰესი და სახელმწიფო ელექტროსისტემა შესყიდვებს სპეციალური წესით განახორციელებენ

ენგურჰესი და სახელმწიფო ელექტროსისტემა შესყიდვებს სპეციალური წესით განახორციელებენ. 

მთავრობის შესაბამისი დადგენილება დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. როგორც სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა, ენგურჰესის 5 აგრეგატი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და იქ გარკვეული პრობლემები იქმნება შესყიდვების განხორციელების კუთხით.

"ადრე ტარდებოდა ტენდერი, როდესაც გარკვეულ პროდუქციაზე იყო მოთხოვნა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს პრობლემები ექმნებოდათ. საქართველოს კანონმდებლობით ისინი გადასახადებს აქ იხდიან და როდესაც ადგილზე ჩადიოდნენ, იქაც უწევდათ გადასახადების გადახდა. ამ მიზეზით, ტენდერში გამარჯვებულმა რამდენიმე კომპანიამ უარი განაცხადა მოგებული საქმის დამთავრებაზე. ამის გამო, ჩვენ მათ დავუწესეთ სპეციალური შესყიდვების წესები", - აღნიშნა კახი კალაძემ.

მისივე განმარტებით, სპეციალური შესყიდვების წესით ენგურჰესი და ელექტროსისტემა მხოლოდ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვას შეძლებენ.