დავით უსუფაშვილი აშშ-ში კვირის ბოლოს გაემგზავრება

დავით უსუფაშვილი აშშ-ში კვირის ბოლოს გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კვირის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში, კერძოდ ვაშინგტონში ვიზიტი 10-16 მარტს შედგება. შეხვედრების კონკრეტული გრაფიკი ჯერ დაზუსტებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ ეს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში უსუფაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიზიტი იქნება.