საბერძნეთმა 6 დაუსახლებელი კუნძული ყატარის ემირს მიჰყიდა

საბერძნეთმა 6 დაუსახლებელი კუნძული ყატარის ემირს მიჰყიდა

ეკონომიკური პრობლემების წინაშე მყოფმა საბერძნეთმა 6 დაუსახლებელი კუნძული ყატარის ემირს მიჰყიდა. არსებული ინფორმაციით, გარიგების თანხამ 8,5 მილიონი ევრო შეადგინა.

საბერძნეთის განვითარების ფონდმა ქვეყანაში კრიზისის გამწვავების პირობებში 40 დაუსახლებელი კუნძული გამოიტანა, რომლებსაც 30–50 წლიანი იჯარით გასცემენ, ხოლო მიღებულ თანხას სახელმწიფო ვალის შემცირებას მოახმარენ. დეფოლტის ზღვარზე მყოფ საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორებმა 2010 წლიდან მოყოლებული 240 მილიარდი ევროს კრედიტი დაუმტკიცეს, ხოლო კერძო ინვესტორებმა ქვეყანას 107 მილიარდი ევროს დავალიანება ჩამოაწერეს.