შალვა შავგულიძე:

შალვა შავგულიძე: "თუ გივი თარგამაძეს სხვა ქვეყანაში დააკავებენ, მას საქართველო ვეღარ დაიცავს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს სხვა ქვეყანაში დააკავებენ, მაშინ მას საქართველო ვეღარ დაიცავს.

ამის შესახებ შავგულიძემ ინტერპოლის მიერ თარგამაძეზე გამოცხადებული ძებნის კომენტირებისას განაცხადა.

"თუ გივი თარგამაძე საქართველოში იქნება, ის საქართველოს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება იმ იმუნიტეტით და დაცვის საშუალებებით, რასაც კანონი ითვალისწინებს. მაგრამ თუ თარგამაძე დაკავებული იქნება სხვა, მასამე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში მასზე დაცვა ვეღარ განხორციელდება", - განაცხადა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს მოსკოვის სასამართლომ რუსეთის ტერიტორიაზე არეულობის მზადების საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

რუსული მედიის ცნობით, თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის ხაზით 1 მარტს რუსეთის შსს-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

მისივე ინფორმაციით, თარგამაძის შესახებ მონაცემები ინტერპოლის ბაზაში უკვე განთავსდა.

როგორც რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიასთან ინტერვიუში თავად თარგამაძემ განაცხადა, იგი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა დაკავების არ ეშინია.