ბელგიაში გამართულ სემინარზე საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებეული დირექტორის მოადგილე ნინი ფანჯიკიძე წარმოადგენდა

ბელგიაში გამართულ სემინარზე საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებეული დირექტორის მოადგილე ნინი ფანჯიკიძე წარმოადგენდა

ადვოკატირების საკითხებზე ბელგიაში გამართულ სემინარზე, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებეული დირექტორის მოადგილე ნინი ფანჯიკიძე წარმოადგენდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესასოცაციიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი შეხვდა ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებთანაც განიხილეს ადვოკატირების და საჯარო–კერძო პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

ასოციაციის ინფორმაციით, სემინარი ევროპალატის მიერ იყო დაფინანსებული და მისი ორგანიზატორი იყო პარტნიორი ორგანიზაცია East Invest.