პირველ წელს საქართველომ შესაძლოა, რუსეთში 8-10 მილიონი ღვინის ბოთლის ექსპორტირება შეძლოს

პირველ წელს საქართველომ შესაძლოა, რუსეთში 8-10 მილიონი ღვინის ბოთლის ექსპორტირება შეძლოს

პირველი წლის განმავლობაში საქართველომ შესაძლოა, 8-10 მილიონი ღვინის ბოთლის ექსპორტირება შეძლოს რუსეთში. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არ არის პატარა ციფრი. 

"ქართული ღვინის ექსპორტი დღეს არის 24-23 მილიონი ბოთლი ყველა სხვა ქვეყანაში. თუ ამას დაემატება 10 მილიონი ბოთლი და შევინარჩუნებთ იმ ზრდის ტემპს, რომელიც არის, ჩვენი ღვინის ექსპორტი ერთი წლის შემდეგ შეიძლება იყოს დაახლოებით 40 მილიონი. ეს გულისხმობს, რომ რუსეთს დაახლოებით 20-25% ეკავოს ქართული ღვინის ექსპორტში. ეს სოლიდური მაჩვენებელია, მაგრამ არა იმდენად სარისკო, რომ ჩვენ მარტო რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებული. ჩვენ გვექნება დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრები. მნიშვნელოვანი წილით უკრაინის და რუსეთის, რომელიც ტრადიციულად დიდი ბაზრებია",-დასძინა დავითაშვილმა.