თბილისის რაიონების ახალი გამგებლები შესაძლოა, კვირის ბოლომდე წარადგინონ

თბილისის რაიონების ახალი გამგებლები შესაძლოა, კვირის ბოლომდე წარადგინონ

თბილისის რაიონების ახალი გამგებლები შესაძლოა,  კვირის ბოლომდე წარედგინონ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. მერიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ

ახალი გამგებლების წარდგენა მოხდება თბილისის მერის მიერ, თუ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. ასევე, არ სახელდება რამდენი ახალი გამგებელი ეყოლება თბილისს. როგორც მერიაში განმარტავენ, საზოგადოებას 10-ვე გამგებელი, ამჟამად მოქმედიც და ახალიც ერთდად წარედგინება. ამჟამად თბილისს ექვსი გამგებელი ყავს.

ამასთან, როგორც მერიაში აცხადებდნენ, თბილისის ახლადშექმნილ რაიონებში ახალი გამგებლები 1 მარტიდან უნდა დანიშნულიყვნენ.

დედაქალაქის მერის ინიციატივა, საკრებულომ სხდომაზე 25 დეკემბერს დაამტკიცა. თბილისში ექვსის ნაცვლად 10 გამგეობა, 19-ის ნაცვლად კი 23 მუნიციპალიტეტი იქნება. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ 10 რაიონული გამგეობის ჩამოყალიბება ადგილობრივი გამგეობების მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.