პირისთვის სამსახურის საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულება დანაშაული გახდა

პირისთვის სამსახურის საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულება დანაშაული გახდა

პირისთვის სამსახურის საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულება სისხლის სამართლებრივი დანაშაული გახდა. 

ასეთი ფორმით შრომითი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით ერთხმად დაამტკიცა.

მიღებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღდგენით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.