კობა დავითაშვილმა უმცირესობას კოლექტიური ბაჩო ახალაია უწოდა

კობა დავითაშვილმა უმცირესობას კოლექტიური ბაჩო ახალაია უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი უმცირესობას კოლექტიურ ბაჩო ახალაიას უწოდებს. როგორც დავითაშვილმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე ბაჩო ახალაიას გამოსვლა მოისმინეს დეპუტატებმა. 

"დღეს ჩვენ აქ მოვისმინეთ, რამდენიმე ბაჩო ახალაიას გამოსვლა. მე არც ვაჭარბებ და არც ვხუმრობ. აქციები ვნახეთ, სადაც ჩვენს კოლეგებს ეწერათ, რომ ისინიც ბაჩო ახალაია არიან. მე ვუდასტურებ, რომ დიახ, თქვენც ბაჩო ახალაიები ხართ. მივმართავ კოლექტიურ ბაჩო ახალაიას, თქვენმა ლიდერმა ბაჩო ახალაიამ აღიარა დანაშაული, როდესაც უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. ძალიან გვექადნებოდით, რომ არ გეშინიათ მართლმსაჯულების, რომ არ გეშინიათ იმ მტკიცებულებების, რომლებიც წარმოდგენილია, თუმცა ახლა თქვენმა ლიდერმა ბაჩო ახალაიამ, ძვირფასო ბაჩო ახალაიებო, უკან დაიხია. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენი ბაჩო ახალაიობა ახალი არ არის. ასეთი ბაჩო ახალაიები იყავით მუდამ და მომავალშიც ასეთი ბაჩო ახალაიები დარჩებით. ამიტომ, თქვენის მხრიდან, ბაჩო ახალაიების მხრიდან, მორალის კითხვა, რომ გჩაგრავენ და ხელი არ უნდა გახლონ და დაკითხვაზე არ უნდა დაგიბარონ, ამორალურია", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.