კახა კოჟორიძე:  კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლება

კახა კოჟორიძე: კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლება

საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლება, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა. 

კოჟორიძის თქმით, აღნიშნულ თემაზე ზუსტი და ცალსახა პასუხის გაცემა უჭირს, რადგან ქართულ კანონმდებლობაში უმაღლესი იურიდიული განათლების განმარტების შესახებ ნორმატიული აქტი არ არსებობს.

"ის რომ იუსტიციის მინისტრი უნდა იყოს იურისტი, ეს გამომდინარეობს პროკურატურის შესახებ კანონის არსიდან, მაგრამ რას ნიშნავს იყო იურისტი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამწუხაროდ ნორმატიული განმარტება ჩვენთან ამისა არ არსებობს. გამომდინარე იქიდან რომ თეა წულუკიანის დიპლომები უნივერსიტეტების გაცემული არ არის, ალბათ უნივერისტეტებს გაუჭირდებათ ამის შეფასება. ამ საკითხზე ალბათ უკეთესი იქნება თუ განმარტებას გააკეთებს განათლების სამინსიტროს აკრედიტაციის ცენტრი", - განმარტა კოჟორიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული საკითხი კანონმდებლობის თანახმად ცალსახად დაურეგულირებელია.