ზურაბ ჯაფარიძე: მაღაზიებში გაიზარდა ნისიად წაღებული საქონლის რაოდენობა

ზურაბ ჯაფარიძე: მაღაზიებში გაიზარდა ნისიად წაღებული საქონლის რაოდენობა

მაღაზიებში გაიზარდა ნისიად წაღებული საქონლის რაოდენობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, გამოქვეყნდა ახალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც მიუთითებს, რომ ქვეყანაში სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა არ არის.

"რეგიონებში მოქალაქეები საუბრობენ, რომ აღარ აქვთ ფული რამე იყიდონ. მაღაზიებში გაიზარდა ნისიათ წაღებული საქონელის რაოდენობა. ისინი საუბრობენ ეკონომიკურ პრობლემებზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ინვესტორებს საქართველოს მიმართ აქვთ არასტაბილურობის განცდა, რადგან მათთვის უცნობია, რეალურად საით მიდის ქვეყანა.