"ნაციონალები" ირაკლი ღარიბაშვილთან შუამდგომლობას დავით უსუფაშვილს სთხოვენ

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შინაგან საქმეთა მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურს და მასთან შუამდგომლობას პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სთხოვს. 

როგორც უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მათ თავდაპირველად შს მინისტრს პარლამენტში მისვლის თხოვნით თებერვალში მიმართეს, თუმცა შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. ლევან ბეჟაშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ ღარიბაშვილის პარლამენტში მისვლას და უმცირესობასთან შეხვედრას თავს არიდებას. ამ საქმეში ბეჟაშვილმა უმცირესობის სახელით უსუფაშვილს ჩარევა და მინისტრთან შუამდგომლობის გაწევა სთხოვა.

ბეჟაშვილის განცხადებას ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც დააფიქსირა, რომ მინისტრი უმცირესობასთან შეხვედრას თავს არ არიდებს. რაც შეეხება წინა მიმართვებს, ბესელიას თქმით, მინისტრმა დროის ფაქტორის გამო პარლამენტში მოსვლა ვერ მოახერხა.

თავის მხრივ დავით უსუფაშვილის უმცირესობას დაპირდა, რომ პრობლემა მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და ის აუცილებლად მოგვარდება.

"დღემდე უმცირესობის მხრიდან იყო ჩივილი რომ სამართლადამცავები უმცირესობასთან ინტენსიურად კონტაქტობდნენ და ახლა ამ პრობლემის მოგვარებაში როგორ ვერ დაგეხმარებით", - ხუმრობით მიმართა დავით უსუფაშვილმა ლევან ბეჟაშვილს.