"როსპოტრებნადზორი" იმ კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც რუსულ ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ

"როსპოტრებნადზორი" იმ ქართული კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც რუსულ ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ და ამისთვის დოკუმენტაცია და პროდუქციის ნიმუშები უნდა წარადგინონ. 

როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოში ინსპექტირებას 25 თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით ახორციელებდნენ. სულ შემოწმდა ღვინის 37 საწარმო და მინერალური წყლის 4 კომპანია. ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ 36 საწარმოს და მინერალური წყლების მწარმოებელ 4 კომპანიას "როსპოტრებნადზორი" აძლევს უფლებას, წარადგინონ დოკუმენტები მინერალური წყლების, ბოთლის ღვინის პროდუქციისა და კონიაკის სახელმწიფო რეგისტრაციისთვის.

კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება - მინერალური წყლები : "ბორჯომი"; "ნელსი", "საირმე", "აქვა გეო". ბოთლის ღვინის ან კონიაკის მწარმოებელი კომპანიები: "ახალშენი 2005"; "ბაგრატიონი 1882"; "ბადაგონი"; "ბატონო"; "ძმები ასკანელები"; "ვაზი პლიუსი"; "ღვინის მწარმიოებელი ხარება", "ვინივერია", "ღვინის კომპანია დუგლაძე"; "შუმი"; "გრუზვინპრომი"; "ქართული ღვინის სახლი"; "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა"; "კახური ღვინის მარანი"; "კახური"; "ქიმერიონი"; "ქინძმარაულის მარანი"; "ალავერდი"; Gჭშ; "კორპორაცია "ქინძმარაული"; "კორპორაცია ქართული ღვინო"; "მანავის მარანი"; "მარნისკარი"; "ოჟიოს მარანი(ალავერდის მონასტერი); "სარაჯიშვილი"; "გომი"; "თბილღვინო"; "თელავის ღვინის მარანი"; "თელიანი ველი"; "თბილისის მარანი"; "თბილისის ღვინის მარანი"; "წინანდლის ძველი ღვინის მარანი"; "გიორგი მირიანაშვილის ჩელტი"; "შატო მუხრანი"; "შუხმან ვაინს ჯორჯია"; "ენისელი- ბაგრატიონი".