გენადი ონიშენკო:  რუსეთში შესაძლოა, 200-მდე სახეობის ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი

გენადი ონიშენკო: რუსეთში შესაძლოა, 200-მდე სახეობის ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი

რუსეთში შესაძლოა, დაახლოებით 200 სახეობის ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა. 

მისი თქმით, ამისთვის, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუშები, რომ რუსეთში მათი დარეგისტრირება მოხდეს.

როგორც ონიშენკო აცხადებს, შემოწმებული საწარმოებისთვის, რომლებიც რუსეთის ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, დაშვებულია მექანიზმი, რომელიც რუსულ ბაზარზე ღვინის პროდუქციის რეგისტრაციას გულისხმობს.

"ჩვენი მონაცემებით, ქართული ღვინის დაახლეობით 200 სახეობა შეიძლება იყოს წარმოდგენილი რეგისტრაციისთვის", - განაცხადა ონიშენკომ.

აღსანიშნავია, რომ "როსპოტრებნადზორი" საქართველოში ჩატარებული პირველი ინსპექტირების შემდეგ, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ 36 საწარმოს და მინერალური წყლების მწარმოებელ ოთხ კომპანიას აძლევს უფლებას, თავიანთი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაარეგისტრირონ. სულ კი რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სურვილი 93-მა ქართულმა კომპანიამ გამოთქვა.