ბიძინა ივანიშვილისა და კოტე კუბლაშვილის შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული

ბიძინა ივანიშვილისა და კოტე კუბლაშვილის შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული

ბიძინა ივანიშვილისა და კოტე კუბლაშვილის შეხვედრა უზენაეს სასამართლოში 15:00 საათისთვის არის ჩანიშნული. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს , შეხვედრა დახურული იქნება. კომენტარები მედიისთვის შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.

ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად საქართველოს უზენაეს სასამართლოში მზად არიან.

პრემიერ-მინისტრმა გუშინ, ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან შეხვედრას აპირებს.

"სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და ამას უნდა პატივისცემა და გაგება. ბევრი კითხვაა საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ, მაგრამ მე ამას ვაპირებ ფაქიზად მოვეკიდო. მე ვაპირებ ხვალ მივიდე კუბლაშვილთან თავის ოფისში და შევხვდე. ეს ბუნებრივი პროცესია", - აღნიშნა ივანიშვილმა.