ბიძინა ივანიშვილი დღეს კოტე კუბლაშვილთან შეხვედრას აპირებს

ბიძინა ივანიშვილი დღეს კოტე კუბლაშვილთან შეხვედრას აპირებს

ბიძინა ივანიშვილი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან აპირებს შეხვედრას .

როგორც მან გუშინ, ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, ის კუბლაშვილს თავად ეწვევა მის ოფისში. "სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და ამას უნდა პატივისცემა და გაგება. ბევრი კითხვებია საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ, მაგრამ მე ამას ვაპირებ ფაქიზად მოვეკიდო. მე ვაპირებ ხვალ მივიდე კუბლაშვილთან თავის ოფისში და შევხვდე და ეს ბუნებრივი პროცესია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გარდაქმნები მოხდება სასამართლო სისტემაში, თუმცა ეს ვერ იქნება სწრაფი. "სასამართლო სხვა სტრუქტურას და სხვა დამოკიდებულებას მოითხოვს. ჩემი სურვილია, იყოს მაქსიმალური ობიექტურობა და ის, რაც გაკეთებულია, შევინარჩუნოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.