ბიძინა ივანიშვილი:  უნდა მოვახერხოთ, რომ მესამე პრეზიდენტი კი არ გავაგდოთ, არამედ გავუშვათ

ბიძინა ივანიშვილი: უნდა მოვახერხოთ, რომ მესამე პრეზიდენტი კი არ გავაგდოთ, არამედ გავუშვათ

უნდა მოვახერხოთ, რომ მესამე პრეზიდენტი კი არ გავაგდოთ, არამედ გავუშვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა .

მისი თქმით, ამით ქვეყანამ დასავლეთსა და ამერიკას უნდა დაანახოს, რომ ცივილიზებული ერია.

"უნდა ჩავიცხროთ ზედმეტი ვნებები და აგრესია. ჩვენ უნდა მოხახერხოთ, რომ მესამე პრეზიდენტი კი არ გავაგდოთ, არამედ გავუშვათ. გავუშვათ ისე, რომ სახე შევუნარჩუნოთ ქვეყანას, სახე შევუნარჩუნოთ ევროპასთან, სახე შევუნარჩონ ამერიკასთან და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მოთმენა შეგვიძლია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.