ბიძინა ივანიშვილი:  ჩანს ნიშნები, რომ ეს პროცესები მასობრივ დევნაში გადაიზარდოს

ბიძინა ივანიშვილი: ჩანს ნიშნები, რომ ეს პროცესები მასობრივ დევნაში გადაიზარდოს

ჩანს ნიშნები, რომ ეს პროცესები მასობრივ დევნაში გადაიზარდოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს პროცესები არ უნდა გადაიზარდოს მასობრივ დევნაში და ის არ უნდა იყოს უსასრულო. 

"როდესაც მე ვამბობ, რომ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი, არ უნდა მოხდეს წალეკვა და აგრესიის და ძალადობის გამოვლენა, მე არ მაქვს მხედველობაში, რომ სამართლიანობა არ უნდა აღდგეს. იგივე უგულავა, რომელსაც პროკურატურამ უკვე წაუყენა ბრალდება და ასევე სხვებს, რა თქმა უნდა ისინი სამართლიანად უნდა დაისაჯნონ. მაღალჩინოსნები, რომლებსაც კანონის წინაშე ჩადენილი აქვთ დანაშაული, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. მაგრამ ეს პროცესები არ უნდა გადაიზარდოს მასიურ დევნაში და ეს პროცესები არ უნდა იყოს უსასრულო. ჩანს ნიშნები, რომ ეს მასობრივ დევნაში გადაიზარდოს. მე პროკურატურას არ ვუკარნახებ, რომ შეაჩერონ. ამიტომაც მივმართავ უმცირესობას, რომ შეცვალონ რიტორიკა. მათი რიტორიკა ისევ სიცრუეზე და აგრესიაზეა აგებული. უნდა შეცვალონ რიტორიკა, რომ ჩაწყნარდეს საზოგადოება და ამდენი განცხადება არ შეიტანონ პროკურატურაში. მე არ დავრეკავ პროკურატურაში და არ ვეტვი, რომ ესა თუ ის განცხადება დაიტოვონ და დანარჩენი გადააგდონ", - განაცხადა ივანიშვილმა.