ბიძინა ივანიშვილი - მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ბიძინა ივანიშვილი - მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც რუსულ "იზვესტიაში" გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვში საქართველოს პრემიერს ელოდებიან.
"მე პირადად მომეწონა ეს ინფორმაცია, არაფერი დამატებითი. არავითარი იატაკქვეშური თამაშები არ იქნება და ამას არც ვიკადრებთ. რაც გვაქვს ინფორმაცია, ყველაფერს ვამჟღვანებთ და საზოგადოებას ვაცნობთ. მას, რაც ეწერა, მე ღიმილითაც შევხვდი და სიამოვნებითაც. თუ რუსეთში ასეთი განცდა ჩნდება და თუ გარდატეხა მოხდება პროცესების, ძალიან კარგია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სტატიას, ივანიშვილის თქმით, "იქაც ჟურნალისტები არიან და რაღაცის საფუძველზე აკეთებენ" მასალას, თუმცა, "დღეს ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს". "ჩემი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, მიუხედავავდ იმისა, რომ ეს ძალიან აღიაზიანებს მიხეილ სააკაშვილს", - დასძინა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის სრული ინტერვიუს ნახვა მაყურებელს ტელეკომპანია "იმედზე" "ქრონიკის" მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ შეეძლება.