კოკა ყანდიაშვილმა ვალერიან გორგილაძე შეცვალა

კოკა ყანდიაშვილმა ვალერიან გორგილაძე შეცვალა

პრემიერის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ვალერიან გორგილაძე კოკა ყანდიაშვილმა შეცვალა , - ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესამსახურში დაუდასტურეს.

ამასთან, კონკრეტულად რატომ დატოვა გორგილაძემ თანამდებობა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით მან სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე სწორედ ვალერიან გორგილაძემ განაცხადა, რომ კოკა ყანდიაშვილისთვის მთავრობის კანცელარიაში ახალი დეპარტამენტი იქმნებოდა.

"კანცელარიაში თითქმის ერთი თვეა, რეორგანიზაცია მიმდინარეობს და იქმნება ახალი სამსახურები. ცალკეული დეპარტამენტების სტრუქტურა დამტკიცებული არ არის, ამდენად, კონკრეტული ადამიანების თანამდებობებზე საუბარი ჯერ შეუძლებელია", - აღნიშნა რამდენიმე ხნის წინ გორგილაძემ "ინტერპრესნისუთან" საუბარში.