მაია ფანჯიკიძე:  კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი და პრემიერი ერთობლივ დოკუმენტს შეიმუშავებენ

მაია ფანჯიკიძე: კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი და პრემიერი ერთობლივ დოკუმენტს შეიმუშავებენ

პრემიერი და პრეზიდენტი ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით ერთობლივ დოკუმენტს თუ შეიმუშავებენ, ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,.

მისი თქმით, არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველოს გზა არის ევროპული გზა.

"ჩვენ ვერ გვიპოვით ვერც ერთ გამონათქვამს, ვერც ერთ დოკუმენტს, რომელშიც იყოს რაიმე სხვა, გარდა ევროპული გზისა. ყველა გამოსვლაში, ყველა ინტერვიუში ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ამიტომ დისკუსია ამის თაობაზე ყურით მოთრეულად მიმაჩნია, რადგან ძალიან მკაფიოა საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ. ამაზე მუშაობს არა მხოლოდ ჩემი სამინისტრო, არამედ მთელი მთავრობა. აქედან გამომდინარე მთელი ეს დისკუსია ოპოზიციის მხრიდან რომ თითქოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი საფრთხეშია, იყო მხოლოდ იმისთვის განკუთვნილი, რომ არასწორი შთაბეჭდილება შეექმნათ ახალ მთავრობაზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში მომზადდა დოკუმენტები, რომლებშიც არის გაწერილი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მოითხოვდა კონსტიტუციაში ევროპული არჩევანის დაფიქსირებას.

"მე მიმაჩნია, რომ ეს რასაკვირველია, შეიძლება გაკეთდეს კონსტიტუციაში, ეს ჩემთვის სრულიად ბუნებრივია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, მზაობა გამოითქვა პრემიერის მხრიდან და შესაძლოა, მომზადდეს ერთობლივი დოკუმენტი, განცხადება თუ მიმართვა, რომელშიც საგარეო პოლიტიკური კურის დაფიქსირდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი.

"ამასში პრობლემურს და განუხორციელებელს ვერაფერს ვხედავ, თუ ასეთი დოკუმენტი იქნება, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერსა და პრეზიდენტს საქართველოს საგარეო კურსზე ერთობლივი განცხადების გაკეთება ურჩია