მაუწყებლის თანამშრომლები სამეურვეო საბჭოს შეხვდებიან

მაუწყებლის თანამშრომლები სამეურვეო საბჭოს შეხვდებიან

დღეს 18.00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდება. 

როგორც ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩართოლანმა განუცხადა, სამეურვეო საბჭოს მიმართ დაისმება კითხვები, თუ რა საფუძველზე მიიღეს და რა არგუმენტი ჰქონდათ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გადაყენებისას.

"დღეს, 18.00 საათზე გვექნება შეხვედრა სამეურვე საბჭოს ყველა იმ წევრთან, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილება. საქმე არ ეხება მხოლოდ გიორგი ბარათაშვილს, აქ ლაპარაკია იმაზე, რამდენად იღებს სამართლიან გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო, რამდენად არის კვალიფიციური, რომ ორ დღეში მიიღოს ასეთი მკაცრი გადაწყვეტილებები. ჩვენ დავსვამთ კითხვებს, რა არგუმენტი ჰქონდათ მათ ამ გადაწყვეტილების მისაღებად", - განაცხადა ჩართოლანმა.

ამასთან, გიორგი ჩართოლანი და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.