ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბაჩო ახალაიაზე და მასთან ერთად ბრალდებულ პირებზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდა.

როგორც მოსამართლე ეკა არეშიძემ აღნიშნა, არ არსებობს საფუძველი, რომ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ პირებზე სამართლებრივი დევნა შეწყდეს. კერძოდ, მოსამართლის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები წარმოადგენს დიდ ალბათობას იმისა, რომ დანაშაული ბრალდებულმა პირებმა ჩაიდინეს.

მოსამართლის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა, რომელთა ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

ამასთან, ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძის, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიას, გიორგი ქიტუაშვილის და ალექსანდრე გორდაძის საქმის არსებითი განხილვა 18 მარტს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.