სახალხო დამცველი ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

სახალხო დამცველი ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი და მისი მოადგილე, პაატა ბელთაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს პიტერ ლანგენბერგს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს ოფისის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.

კერძოდ, ნანუაშვილმა ლანგენბერგს პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაზრდასა და გადახალისებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და ამ პროცესში არასამათავრობო ორგანიზაციათა ჩართვაზე, კონფლიქტური რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის საქმეში აპარატის აქტიურობაზე, ადამინის უფლებათა დაცვის კუთხით სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, ასევე რეგიონული ოფისების გაძლიერებასა და ადგილებზე პრობლემის გადასაჭრელად რეალური ბერკეტების შემუშავებაზე ესაუბრა.

სახალხო დამცველმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს მიწოდებული ინფორმაციისათვის, წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა ოფისის შემდგომი საქმინობის წარმართვის პროცესში.