სამშაბათს, 5 მარტს, 12:00 საათზე, „ქართული აკადემია“, „საუნივერსიტეტო დარბაზი“, „სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის“, „უნივერსიტეტელი“ გამართავს პრესკონფერენციას (მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. N45) თემაზე:
სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ იმედი გააჩინა იმისა, რომ საქართველოში აღდგებოდა კანონიერება და სამართლიანობა. სამწუხაროდ, კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჯერჯერობით არ შეხებია...
მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, შეიქმნას კომპეტენტური კომპლექსური კომისია, რომელიც შეისწავლის 2004-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, არსებულ კანონდარღვევებს (მათ შორის ფინანსურს), სახელმწიფო ქონების მართვის ეფექტიანობასა და მოახდენს ყოველივეს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას (იმის გათვალისწინებით, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ამას ქვეყნისთვის); დაისმება ყველა დამნაშავის სამართლებრივი თუ მორალური პასუხისმგებლობის საკითხი. შეიმუშავებს გეგმას უნივერსიტეტის გადარჩენისა და შემდგომი განვითარების შესახებ.
„ქართული აკადემია“
„საუნივერსიტეტო დარბაზი“
„სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის“
„უნივერსიტეტელი“