საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას აპირებს.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე მას გავუმეორე ჩემი თხოვნა, რაც იყო. რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და რომ საქართველოს მთავრობას წარმოადგენდნენ და მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოს პრეზიდენტია. მისი გუნდის დიდი ნაწილი საპარლამენტო უმცირესობაა. იმის მაგივრად, რომ პასუხი გაეცა ჩემს საჯარო მიმართვაზე, მან ძალიან ცუდი სამსახური გაუწია საკუთარ სამშობლოს თავისი გადაწყვეტილებებით. გავახსენე, უკრაინელი მოქალაქისთვის, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება, მოქალაქეობის მინიჭება. გავახსენე, აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის შემგომ გაკეთებული განცხადება. გავახსენე, რუსული დელეგაციის წევრებისადმი მიყენებული შეურაცხყოფის შესახებ და აღვნიშნე, რომ ეს ყველაფერი, როცა ერთ ამბობ და მეორეს აკეთებ, ჩვენ ქვეყანას ძალიან ვნებს და კარგი იქნება, რომ ეს ყველაფერი ცარიელი მტკიცებულებების ნაცვლად ქმედებებში გამოიხატებოდეს. ვთხოვე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბოდიშს მოიხდიდა, რადგან თუ ის ამას არ გააკეთებს, განცხადებით ბოდიშის მოხდას მე ვაპირებ. ბოდიშის მოხდა მე პარასკევსვე მინდოდა, მისი დაუფიქრებელი ქმედებების გამო. იგი დღეს აცხადებს, რომ ამით ამაყობს და გაუგებარია. ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს მეზობლებთან", - განაცხადა ივანიშვილმა.