საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, უცხოეთში ვიზიტებისას მასთან ერთად იარონ.
ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"მე ახლა ვიყავი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, მარტო კი არ უნდა დავდიოდე იქ, არამედ უნდა მომყვებოდნენ ეკონიმიკის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეს იმაზე კი არ არის, მოგვწონს თუ არა ერთი-მეორე, არამედ საქმე ეხება ქვეყანას. დღეს მე ვარ პრეზიდენტი, ხვალ შეიძლება, ვინმე ქიბროწაშვილი იყოს. ამას არ აქვს მნიშვნელობა და ცალკე კი არ უნდა დავდიოდე, არამედ წამომყევით თქვენ, მერე რომ არ იძახონ, რომ იქ რაღაც არასწორად ვთქვი. ძალა არის ერთობაში, მათ შორის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალების ერთობაში და ეს იყო ჩემი მესიჯი პრემიერ-მინისტრისადმი", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ემოციებით სავსე.