ცნობილმა ამერიკელმა დიეტელოგმა ჯორჯ კოხმა ყველაზე მავნე საკვები პროდუქტების სია შეადგინა.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება,რეიტინგის სათავეშია- დაკონსერვებული პომიდორი და საერთოდ ნებისმიერი დაკონსერვებული საკვები თუნუქის ქილაში.
შემდგომ მოდის- ხორცი და ხორცპროდუქტები, რომლებიც ძლიერ გაჯერებულია დანამატებით, ანტიბიოტიკებით და სხვა პრეპარატებით.
მესამე ადგილს მარგარინი იკავებს. დიეტოლოგების დასკვნებით დიდი რაოდენობით სხვადასხვა მჟავების არსებობის გამო საკვებად მისი მიღებაც არ არის რეკომენდირებული,ის უარყოფით გავლენას ახდენს სისხლძარღვთა მუშაობაზე.
მარგარინის გარდა, არ შეიძლება მიირთვათ მცენარეული ზეთი, ისეთები როგორიცაა ქოქოსის და ზეთისხილის, ისინი ადამიანის ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევს.
კოხმა გამორიცხა კარტოფილი, რომელიც დიდი რაოდენობით პესტიციდების ზემოქმედებას ექვემდებარება, ასევე სოიოს პროდუქტები რომელიც დამზადებულია გენმოდიფიცირებული სოიოსგან.
ერთ-ერთ ყველაზე მავნე პროდუქტად დასახელდა ხელოვნური დამატკბობლები, რომელთა გამოყენება ზრდის ონკოდაავადებათა რისკს.