ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებმა მიმდინარე წლის იანვარში ჯამში 129 157 ლარი გაწერეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი უკვე წერდა. გამგეობამ აღნიშნული თანხის დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს.
ყველაზე მაღალი ფულადი პრემია გამგებელმა გიორგი ბერაიამ 2 650 ლარი აიღო. მას მოჰყვებიან მისი მოადგელეები – ირინე გელაშვილი, მამუკა წიქარიშვილი და გოდერძი კაპანაძე, რომლებმაც 1 300-1 300 ლარი აიღეს. რაც შეეხება გამგებლის თანაშემწეს – თამაზ ლომიძემ შედარებით მოკრძალებული პრემია 1000 ლარის ოდენობოთ ერგო.
პრემიის გარეშე არ დარჩენილან მუუნიციპალიტეტში არსებული 9 სამსახურის უფროსებიც. მათ 1000-1000 ლარი ერგოთ.
განყოფილების უფროსებს კი 810 ლარიანი პრემია გამოუწერეს. პრემიის სახით თანხა ასევე მიიღეს სპეციალისტებმა და მთავარმა სპეციალისტებმა.
მთავარმა სპეციალისტებმა 560-560 ლარი, ხოლო სპეციალისტებმა 10 ლარით ნაკლები.
უპრემიოდ არც ხაშურის 13-ვე სოფლის რწმუნებული დარჩა. მათ 1000-1000 ლარი აიღეს. ხოლო მათმა სპეციალისტებმა 460-460 ლარი.
სულ მუნიციპალიტეტის 169 საშტატო თანამშრომელმა მიიღო წამახალისებელი თანხა.