საფრანგეთის მთავრობა და ბიზნესი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან წარმატებული და კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებულია , - ამის შესახებ საფრანგეთში ვიზიტის შეფასებისას ფინანსთა მინსიტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, რომლებიც საინტერესო და იმედის მომცემი იყო.
"მონაწილეობა მივიღე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OEჩD) კონფერენციაში, ასევე, შევხვდი მის ხელმძღვანელობას. გაიმართა შეხვედრები საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროში. ყველა ეს შეხვედრა იყო საინტერესო და იმედის მომცემი. ფრანგი ბიზნესმენები, ინვესტორები და მთავრობა დაინტერესებულია, რომ ახალ ხელისუფლებასთან გააგრძელოს წარმატებული და კონსტრუქციული თანამშრომლობა. მათ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება სურთ. მათი ინტერესის სფეროებია ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკული ობიექტები. ასე რომ, ფრანგი ინვესტორებისთვის საქართველო საკმაოდ მიმიზდველი ქვეყანაა. თითოეულ შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ ფანგული მხარე მხარს უჭერს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოსულ პოლიტიკურ ძალას და აქვს დიდი იმედი, რომ ეს ძალა სწორ პოლიტიკას განახორციელებს და საქართველოს აღმავლობას მიაღწევს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.