კეთილი ნების შემთხვევაში, თანხმობის მიღწევის ყველა წინაპირობა არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა , რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციას ესწრება.
ბეჟაშვილი ამ კომენტარით ხვალ, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.
როგორც უმცირესობის წევრი დეპუტატი აცხადებს, შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დღეს პოლიტიკურ ჭრილში აქტუალურია.
"ეს ეხება საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებას, პოლიტიკური ზეწოლების შეწყვეტას და ა.შ. ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრა უნდა შედგეს. განწყობა პოზიტიურია და ყველა წინაპირობა არსებობს, კეთილი ნების შემთხვევაში თანხმობის მიღწევის", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.