იმედი მაქვს, რომ ქვეყნის პირველი პირი ბავშვურ ჯინიანობას შეწყვეტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ხვალ დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.
"როდესაც მთელი თვის განმავლობაში დანიშნული არიან მინისტრის მოადგილეები, როდესაც დანიშნული არიან ელჩები და პრეზიდენტი ამას ხელს არ აწერს, ეს არის ჯინიანობა. რატომ ჰგონია მას, რომ ელჩი წარმოადგენს ვინმე კონკრეტულ პირს ან კონკრეტულ მთავრობას და არა ქვეყანას", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი სხვანაირად დაიწყებს აზროვნებას. სუბარის თქმით, ზუსტად არ იცის სად შედგება პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა, თუმცა, მისი ინფორმაციით, საუბარი იყო პრემიერის კანცელარიაზე.