საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად , ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა სასოფლო-სამეურნეო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტი აბუდაბის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოლეჯსაც ეწვია და სწავლების მეთოდსა და დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო. მან სასწავლებლის სტუდენტებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განათლების სისტემის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი თაობა აქტიურად უნდა იყენებდეს ტექნიკის უახლეს მიღწევებს.
მიმართვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, აბუდაბის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოლეჯში ახალი ინოვაციური პროგრამა - Iტუნეს Yოუ ამოქმედდა.