ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პოფესორი ლადო პაპავა, გაზეთ "ალიასთან" ხელისუფლების 3 პოზოტივსა და 3 ნეტატივს ასახელებს.
"ნეგატივს არ დავარქმევდი, უფრო ხარვეზია, ან პრობლემა.. პოზიტივებიდან პირველია - თავისუფლების განცდა და იმის მოლოდონი, რომ კიდევ უფრო გავთავისუფლდებით. ის რომ ადამიანებმა ამოისუნთქეს და ახლა უკვე აღარ გვეშინია. მეორე - მთავრობამ მოახერხა და თვისობრივად ახალი ბიუჯეტი წარმოადგინა. ეს არის 2013 წლის ბიუჯეტი, რომელიც ბევრად გამჭვირვალეა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. მესამე - რუსეთთან ბაზრის გახსნის შესაძლებლობა. რაც შეეხება პრობლემას, პირველი - საზოგადოებასთან ურთიერობის, საზღვარგარეთთან ურთიერთობისა და PR ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმა. მეორე - მკაფიო სამთავრობო სტრატეგიის ჩამოუყალიბებლობა. სამწუხაროდ, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული სტარატეგია ქვეყანა საით მიდის და ბევრი ბუნდოვანი განცხადება იყო. ყარსი-ახალქალაქის, ან რუსეთ- სომხეთის რკინიგზასთან დაკავშირებით... მესამე - ცალკეულ შემთხვევებში არაპროფესიონალიზმის ელემენტები მთავრობაში. მარტო ეკონომიკური ბლოკზე არ ვლაპარაკობ. დაწყებული საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ეს მეტ-ნაკლებად თითქმის ყველას ეხება", - აცხადებც ლადო პაპავა. .