პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძის დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ვაჩნაძემ განუცხადა .
მისი ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის თაობაზე სამართალდამცველებმა იგი უკვე დაკითხეს. ვაჩნაძის ცნობით, 2 მარტის ღამით იგი უცნობმა პირმა ზურგში დაჭრა.
"უცნობმა პირმა ჩამიარა და ზუგრში ბასრი საგანი დამისვა. არ ვიცი ვინ იყო. ჩვენს შორის არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა, ვიღაც გაბოროტებული ადამიანი იყო", - აღნიშნა მელორ ვაჩნაძემ. მისივე თქმით, მან თავდამსხმელი დაინახა, თუმცა მას არ იცნობს.
როგორც მელორ ვაჩნაძე ამბობს, მან საავადმყოფოში ოპერაცია უკევ გაიკეთა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს