ნოდარ ხადური ლევილის მამულს ეწვია

ნოდარ ხადური ლევილის მამულს ეწვია

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლევილის მამულს ეწვია. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ქართველთა სასაფლაოზე პატივი მიაგო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა, ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კონსტანტინე კანდელაკი სხსოვნას.

"მე, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საფრანგეთში ვიზიტის დროს არ შემეძლო პატივი არ მიმეგო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის ხსოვნისთვის. იგი გახლდათ დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული მთავრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე. სწორედ კონსტანტინე კანდელაკია ქართული ფულის ფუძემდებელი. იგი მთავრობის სხვა წევრების მსგავსად, სიკვდილის ბოლომდე ოცნებობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

კონსტანტინე კანდელაკი პოლიტიკურ ემიგრაციაშიც აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა. იყო ეკონომიკის თეორეტიკოსი, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რომლებიც როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე გლობალურ თემებს ეძღვნება. გარდაიცვალა 1958 წელს შვეიცარიაში, საიდანაც გადმოასვენეს პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე