გიორგი ბარამიძე – პაატა ზაქარეიშვილის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია

გიორგი ბარამიძე – პაატა ზაქარეიშვილის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება შინაარსობრივად ანტისახელმწიფოებრივია. 

გიორგი ბარამიძი თქმით, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს, ჩატარდეს გამოძიება აგვისტოს ომის მიზეზებზე.

საპარლამენტო უმცირესობის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ზაქარეიშვილის განცხადება თითქოსდა მიმართულია იმისკენ, რომ ურთიერთობა აღდგეს ცხინვალსა და სოხუმში მცხოვრებ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, თუმცა, შინაარსობრივად იგი ანტისახელმწიფოებრივია.

"ის არის მიმართული სწორედ იქითკენ, რომ რუსეთმა ადვილად დაამტკიცოს, რასაც იგი მთელი ამ წლების მანძილზე ცდილობდა - ქართული მხარეა დამნაშავე და არა ოკუპანტი რუსეთი და მის მიერ წაქეზებული სეპარატისტები. საკითხის ასე დასმა რუსეთს აწყობს, რომელიც შეძლებს უფრო ადვილად დაასაბუთოს, რომ მთელი ამ რუსულ-ქართულ კონფლიქტში, რომლის ნაწილია ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და შემდეგ ოკუპაცია, დამნაშავე არა აგრესორი რუსეთია, არამედ მსხვერპლი საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს მიდგომა აქეთკენ არის მიმართული და თუ გაუაზრებლად აკეთებენ, შეწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია", _ დასძინა ბარამიძემ.